მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში მგზავრების შემოწმებისას კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ

კონტროლიორი

ბათუმში მგზავრების შემოწმებისას კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ. როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება, ამგვარად ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება.

"კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა.კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს.

ახალი სისტემა უზრუნველყოფს, მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას", - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა.

ცნობისთვის, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები