მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში მრგვალი მაგიდის დისკუსია „მომავლის ინვესტიციები: მდგრადი დაფინანსება“ გაიმართა

SDG Roadshow
18.06.24 15:45
924

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის დაფინანსებით, 13 ივნისს, ბათუმში, SDG Roadshow-ს ფარგლებში, მრგვალი მაგიდის დისკუსია - „მომავლის ინვესტიციები: მდგრადი დაფინანსება“ გაიმართა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერმა, თინა გენებაშვილმა გახსნეს. მომხსენებლებმა, ხაზი გაუსვეს ESG მიმართულების მნიშვნელობას და საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების დანერგვას, მდგრადი დაფინანსების ჭრილში.

დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებების დანერგვის აუცილებლობაზე ბიზნეს საქმიანობაში. საუბარი ასევე, შეეხო მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება და შედეგად, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობაა.

მრგვალი მაგიდის ფორმატმა, მისცა საშუალება შეხვედრის მონაწილე კომპანიებს, გაეზიარებინათ არსებული მდგრადი პრაქტიკები და ის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და ინვესტორების მოზიდვას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ეფეს საქართველო, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, აჭარისწყალი ჯორჯია, ბიოდიზელი, აისიარ ჰოლდინგი, ერნსტ ენდ იანგ საქართველო, გაზელ ფაინანსი, ჰილტონ ბათუმი, თეგეტა ჰოლდინგი, ევროკრედიტი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ტერაბანკი, ალიანს ჯგუფი, ორბი, გუმბათი, აჭარის ტექსტილი, „ქართული თევზი და ხიზილალა“, ქორთიარდ მერიოტი, ლე მერიდიენი, რადისონი, MBC, კრისტალი, APM ტერმინალი, 8000 მოსავალი,ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები