მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს - სასამართლო განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსახლეობის საპროტესტო აქციის პარალელურად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოუსმინა.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს სასამართლო განაჩენს 6 აგვისტოს გამოუტანს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) აქვს წაყენებული, რაც სულ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა მას 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

"ბათუმელების" დირექტორი დგებუაძეზე თავდასხმას არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები