მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

61609ba74f955
თამთა ჯიჯავაძე
08.10.21 23:14
695
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად მამაკაცი ამოიყვანეს. ის ცოცხალია და გავრცელებული ინფორმაციით, კონტაქტურია.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 10-15 ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული.

ცნობისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კორპუსის ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მესაკუთრე ახორციელებდა სამუშაოებს და შეიძლება ჩამონგრევის მიზეზი ეს გახდა, რასაც გამოძიება დაადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები