მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ორი ქუჩის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5ad0df649f1e9
თამუნა დემეტრაშვილი
14.04.18 18:00
914
ბათუმში ე. წ. ,,ჭაობის“ უბანში ორი ქუჩის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბათუმის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაცია ვახტანგ შამილაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებს შეეხება. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ორივე ქუჩაზე გზის საფარი 80-იან წლებშია მოწყობილი და დღეის მდგომარეობით ძალიანაა დაზიანებული. ქუჩებს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ნალექი გრუნტში იჟონება.

ქუჩების სპეციფიური გრუნტის გამო, დამკვეთი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ის 160 სანტიმეტრის სიღრმეზე მოიჭრას და დატკეპნილი მდინარის ბალასტით შეივსოს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება ბორდიურები. გამარჯვებულმა კომპანიამ ორივე ობიექტზე სამუშაოები ერთდროულად და ორ ცვლაში უნდა აწარმოოს. წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერში 2 მაისამდე გასტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები