მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში პირველად ბინებში მ²-ის საშუალო ფასი $1,821-მდე, მეორადზე კი $1 418-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

ბათუმი ბინები

ბათუმში პირველად ბაზარზე ბინების მ²-ის საშუალო ფასი $1,821-მდე, მეორადზე კი 1 418-მდე გაიზარდა - ვკითხულობთ Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის III კვარტალის მიმოხილვაში.

2025 წლის III კვარტალში ბათუმში 366 მლნ დოლარის ღირებულების 4 893 ბინა გაიყიდა. წლიურად ბაზრის ზომა 27%-ით, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 25%-ით გაიზარდა.

„2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, სექტემბერში ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (30-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 10.8 აშშ დოლარი შეადგინა. უბნების მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი ძველ ბათუმში ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები