მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში პორტის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალი იხსნება

BM.GE
10.06.21 14:36
563
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.

წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი, აჭარის რეგიონიდანაა. პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მათ შორის, ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები