მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებისთვის ხარჯების ნაწილს UNDP გაიღებს

5ba0cb9d9ed2c
დიანა ვაშაყმაძე
18.09.18 13:55
1343
რა დაჯდება ბათუმში საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება? პროექტის თანადაფინანსებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გეგმავს.

UNDP-ის წარმომადგენელი აჭარაში ლაშა ნაკაშიძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ბაზრის მოკვლევის ეტაპზე იმყოფებიან: "არის რამდენიმე კომპანია საართველოში, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი აპლიკაციის შექმნა, ჩვენ მათგან საბოლოო ფასებს ველოდებით. მობილური აპლიკაცისთვის ხარჯებს UNDP გაიღებს. ვისაც არ შეუძლია მობილური აპლიკაციის გამოყენება ან სმარტფონი არ უწყობს ხელს, მათ შეეძლებათ გადახდის აპარატებით ისარგებლონ".

ახალი რეგულაციის ამოქმედება 2019 წლის იანვარიდან იგეგმება. BMG დაინტერესდა არის თუ არა მობილური აპლიკაციის შესაქმნელად დარჩენილი სამი თვე სამარისი დრო. UNDP-ში აცხადებენ, რომ ფასთა გამოკითხვის პარალელურად ამ საკითხსაც იკვლევენ და ეს დრო ოპტიმალურია.

ბათუმის მერიაში აცხადებან საათობრივი პარკირების სისტემის მიზანია ცენტრალურ ქუჩებზე ავტომანქანის გაჩერების შეიზღუდვით ქალაქი განიტვირთოს სატრანსპორტო ნაკადისგან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები