მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში საერთაშორისო ბრენდის "ვინდემი" სასტუმროს მშენებლობაში 60 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა

57f7ac984bf93
BM.GE
07.10.16 18:10
2625
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ვინდემის" მშენებლობის დასკვნით ეტაპს გაეცნენ.

სასტუმრო 146 ნომრიანი იქნება. პროექტით რეგიონში 60 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე შენობის ინტერიერის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმროში საპრეზიდენტო ნომრები, რესტრანი, საკონფერეცნიო დარბაზები,ღამის კლუბი განთავსდება. სამშენებლო პროცესში 250 ადამიანია დასაქმებული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროში კაზინო "პრინცესა" იფუნქციონირებს,სადაც 500 მოქალაქე დასაქმდება.

საერთაშორისო ბრენდი „ვინდემი“ მსოფლიოს 72 ქვეყანაში 7800 სასტუმროს ფლობს. აჭარაში ბრედნი პირველად შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები