მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა

586f67c57c065
BM.GE
06.01.17 13:47
1355
ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა. ქალაქის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განაკვეთები შემდეგი ოდენობით განისაზღვრა:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში;
ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.

აღნიშნული წელი 1 იანვრიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები