მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს

23

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

ის კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1979 წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს.

მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები