ბათუმში, გასული კვირის ბოლოს ორ დღიანი მასშტაბური ღონისძიება ტურიზმის სამიტი გაიმართა. 21-22 თებერვალს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე და იმ პერსპექტივებზე იმსჯელეს, რაც აჭარას მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით არსებობს.