მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში უძრავი ქონების ფასი ბოლო წლებში გაიზარდა – რამ გამოიწვია ეს?

5f7f49742ee0a
თათია ჩაფიჩაძე
09.10.20 00:10
1047
Colliers International Georgia-ს ხელძღვანელის ირაკლი კილაურიძის შეფასებით, ბოლო წლებში ბათუმში უძრავი ქონების ფასის ზრდა საერთაშორისო მყიდველების აქტიურობამ განაპირობა. მისი შეფასებით, მსგავსი პოტენციალი ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებს განსკაუთრებით კი სამთო კურორტებს აქვს.

„ბათუმი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება შეიქმნას ადგილი, სადაც ძალიან საინტერესოდ განავითარებენ დეველოპერები საკუთარ პროექტებს. მისი განვითარება 15 წლის წინ დაიწყო და 2018-2019 წლებში უკვე თბილისსაც გაასწრო. პრემიუმ სეგმენტში მომხმარებლები ძირითადად არიან უცხოელები, ფასი მათთვის ნაკლებად ელასტიურია ადგილობრივებთან შედარებით, შესაბამისად ის პოტენციალი, რასაც იზიდავდა ბათუმი, უცხოელი მყიდველებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ფასის ფორმირებაზე.

შესაძლებელია ასეთი გამეორება სხვა რეგიონებშიც, მაგლითად სამთო კურორტებზე. გუდაური ვითარდებოდა ძალიან საინტერესოდ, ბათუმის მასშტაბის შეიძლება არ იყოს, თუმცა პატარა ტურისტული ლოკაციების შექმნა შესაძლებელია, რომელიც დეველოპერებისთვის საინტერესო ადგილის გახდომას და უცხოელ ბაზრებზე გასვლას შეუწყობს ხელს", - აცხადებს კილაურიძე.

Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ახალაშენებული საცხოვრებელი პროექტების ტრანზაქციების რიცხვი ქუთაისში 24.5%-ით შემცირდა, ხოლო თბილისში - 7.4%-ით. რაც შეეხება ბათუმს, იქ 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს მიმოხილვაშია აღნიშნული, ბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლების გაყიდვის 35%-იანი ზრდა დიდი მასშტაბის მქონე დეველოპერული პროექტების განხორციელებით იყო გამოწვეული.

კვლევის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, 374 საცხოვრებელი პროექტი მშენებლობის პროცესშია, რაც თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მოცულობას 2.6 მილიონი კვ.მ ფართობით - 38,000 ბინით გაზრდის. რაც შეეხება ბათუმს, აქ პრემიუმ კატეგორიის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისთან შედარებით მაღალია. მაგალითად: 2019 წელს ბათუმში 1 კვ.მ-ის ფასი 1,668 დოლარი იყო, თბილისში კი - 1,547 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები