მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 22,8%-ით მცირდება (2024 IQ)

2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი და კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა. გალტ ენდ თაგარტის განახლებული მიმოხილვის თანახმად, შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე, რაც ნაწილობრივ წინა წლის მაღალი ბაზითაა გამოწვეული.

როგორც გალტი წერს, 2024 წლის აპრილში 5 სისტემური დეველოპერი გამოიკითხა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.

შედეგებზე დაყრდნობით, 2018-19 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-21 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად რეალიზებულია.

აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%- იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

რა ხდება აჭარის დეველოპერულ ბაზარზე?

სტუმარი: ირმა მახარაძე - REA Investment-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები