მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში ველობილიკის რეაბილიტაცია იგეგმება

5b0be2acefd2a
თამუნა დემეტრაშვილი
28.05.18 15:24
886


ბათუმის მერიამ ბულვარში მდებარე ველობილიკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებზე 1,7 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის მიხედვით, სასტუმრო ,,კემპინსკიდან“ - აკვაპარკის ბოლომდე, გათვალისწინებულია ბეტონის დეკორატიული ფილების აყრა და მათ ნაცვლად, წითელი ფერის პიგმენტური ბეტონის საფარის მოწყობა.

ველობილიკის დანარჩენი მონაკვეთები კი არსებული საღებავისგან გაიწმინდება და ხელახლა შეიღებება. ბილიკის ორივე მხარეს გათვალისწინებული ბაზალტის ბორდიურები მოწყობა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის უნდა დაიწყოს და 3 თვეში დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები