მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

BM.GE
05.09.22 11:45
435
ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებაზე ინფორმაცია თითქმის 1 წლის წინ დაანონსდა და გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა ტიპის ახალ ამბავს პროექტის შესახებ ბმჯ გაწვდიდით და სხვათაშორის პროექტის რენდერიც თუ როგორი უნდა იყოს კუნძული, პირველად სწორედ ჩვენმა მაყურებელმა ნახა. 

თავდაპირველად სოციალურ ქსელებში მოსახლეობის რეაქციებს როცა ვადევნებდი თვალს უმეტესად ჭარბობდა არასერიოზული დამოკიდებულება მის განხორციელებაზე, მარტივად რომ ვთქვა ადამიანებს ნაკლებად სჯერათ მისი განხორციელების რეალურობა. 

თუმცა ამ 1 წლის ვადაში ჩატარებული სამუშაოები და ორიოდე დღის წინ გამართული პრეზენტაცია ბათუმში საპირისპიროზე მიანიშნებს. კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რომელიც სათავეში უდგას ამ პროექტს მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიალი გაიმართა და განაცხადა, რომ წინა მოსამზადებელი სამუშაოები, ბურღვითი და კვლევითი ფაქტობრივად დასრულებულია. 

პროექტი ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთი კუნძულს აერთიანებს, რომელიც გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს მოიცავს და იდეაში სულ სხვა ტიპის შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის ამ ქალაქისთვის. პროექტის ჯამური ბიუჯეტი ამ ეტაპზე 100 მილიონი დოლარია. 

რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და რა ვადებში შეიძლება ჰქონდეს აჭარას და სრულიად საქართველოს, დუბაის მსგავსი კუნძული, რა პერსპექტივას ხსნის ეს ქალაქისა და ინვესტიციების თვალსაზრისით? 

სტუმარი:ფრიდონ ქათამაძე - "ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები