ბათუმში, სანიტარული ნორმის დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან გარკვეული ობიექტები გადამოწმდა.
ინსპექციის შედეგად, სახელმწიფო ენის კანონის დარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა და ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა.
ინსპექციის ფარგლებში, მიმდინარე წელს 100-მდე სტომატოლოგიური დაწესებულება, 40-მდე სილამაზის სალონის, ასევე 120-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსისა და 20-ზე მეტი საცურაო აუზისა და სპას შემოწმება მოხდა.
ამასთან, შემოწმდა 30-მდე კერძო და 30-ზე მერი საჯარო საბავშვო ბაღი. ასევე 30-მდე საჯარო და 20-მდე კერძო სკოლა. გარდა ამისა, წელს, ბათუმში 6 მუნიციპალური სასადილოს ინსპექციაც განხორციელდა.