მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბაუმერი” და უზბეკეთის ბაზარი / Layout-ის შესვლა უზბეკეთის ბაზარზე

რეგიონული განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიის ფარგლებში, საინჟინრო კომპანია ბაუმერი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ბიზნეს გამოფენაში - „საქართველო–უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ მონაწილეობდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულმა ღონისძიებამ, რომელმაც ორ დღეში 4 000-ზე მეტი სტუმარი მოიზიდა, ქართულ კომპანიებს საშუალება მისცა, საკუთარი პოტენციალი უზბეკეთის აუდიტორიისთვის წარედგინა. ცენტრალური აზიის ამ მზარდ ბაზარზე გაფართოების მხრივ პირველ ნაბიჯს ბაუმერის საპროექტო მიმართულება - კომპანია ლეიაუთი გადადგამს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბაუმერის აკადემიამ. კომპანიის წარმომადგენლებმა უზბეკეთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს ტურინის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად იქნა განხილული სამომავლო თანამშრომლობა.

სტუმრები: ნინუკა კვიწინაშვილი – „Layout“-ის პროექტირების მიმართულების ხელმძღვანელი;

მარიამ ვახვახიშვილი – „Baumer“-ის საოპერაციო დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები