მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბავშვების სისხლში გაქვს ხელები" - პარლამენტში პლენარულ სხდომამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ვებგვერდი

საქართველოს პარლამენტში, დღეს, "რუსულ კანონის" პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება.

დღესაც, პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონე იმოქმედებს.

პლენარული სხდომის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში ერთმანეთს ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძე და "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი დაუპირისპირდნენ.

წითლიძე მაჭარაშვილს პასუხს სთხოვდა გუშინდელი ღამის აქციის დაშლის გამო, რამაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

" ბავშვების სისხლში გაქვს ხელები გასვრილი" - ასე მიმართა წითლიძემ მაჭარაშვილს.

პარლამენტში დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოხდა, როცა შალვა პაპუაშვილი სასტიკად ნაცემ ლევან ხაბეიშვილთან თანაგრძნობის გამოსახატად მივიდა. დეპუტატების მონათხრობის თანახმად, მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ უთხრა, რომ მათი მწუხარება არავის სჭირდებოდა, "ხალხის ძალის" მხრიდან ნივთების (წიგნებისა და ბოთლების) სროლა დაიწყო ოპოზიციის მისამართით.

დარბაზში სხდომის დაწყებამდე არც ერთი კამერა არ იმყოფება, შესაბამისად, არსებული სიტუაციის გაგება, მხოლოდ დეპუტატების ფესბუქ ლაივებითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები