მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა დაცვის დღეს ნეოგაზი სოფელ ჭიორის საჯარო სკოლას ესტუმრა და საჩუქრები გადასცა

647da760d919b
BM.GE
05.06.23 13:21
714
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ნეოგაზი ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. წელს ჩვენი ყურადღების ცენტრში, საქართველოს ულამაზეს მხარეში რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჭიორის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოექცნენ. სკოლაში სულ ხუთი მოსწავლეა და მათი წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნეოგაზი 1 ივნისს სწორედ სოფელ ჭიორის სკოლას ეწვია და მათ სასურველი და საჭირო სპორტული ინვენტარი, ჩოგბურთის მაგიდა, ბატუტი, წიგნები, პატარებს კი სასკოლო ნივთები და ტკბილეული გადასცა. ეს დღე დაუვიწყარი გახადა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების გულწრფელი ემოციებით სავსე გულითადმა დახვედრამ.

„უკვე რამდენიმე წელია, ნეოგაზი ბავშვთა დაცვის დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. ბავშვების განათლებაზე, მათ მომავალსა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის უპირატესი საზრუნავი უნდა იყოს. 1 ივნისს შევეცადეთ სოფელ ჭიორის სკოლის მოსწავლეები გაგვეხარებინა საჩუქრებითა და ჩვენი ყურადღებით, რაც ცენტრიდან მოშორებით მდებარე მცირერიცხოვან სკოლებს განსაკუთრებით სჭირდებათ“, - აცხადებს ნეოგაზის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი ესმა ჩაჩანიძე.

კომპანიის შესახებ:
ნეოგაზი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს ბუნებრივი და თხევადი აირის სახით. 2023 წლიდან კი ნეოგაზმა მაღალი სტანდარტების დაცვით მომხმარებლებს სადგურებზე დამატებით ბენზინისა და დიზელის საწვავი შეთავაზა. ნეოგაზი საქართველოს მასშტაბით 15 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ნეოგაზის ვებგვერდს: www.neogas.ge 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები