ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ავერსმა განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნა. ყველა ფილიალში როგორც ბავშვის კვების ისე მოვლის საშუალებებზე ფასდაკლებები მოქმედებდა, ასევე 50 პროცენტიანი ფასდაკლება ორი დღის განმავლობაში მომხმარებლების საყვარელ ბრენდ ჩიპოლინოზე მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ პირველიდან ათი ივნისის ჩათვლით მოქმედებს გათამაშებებიც. ყველა მომხმარებელს აქვს შანსი, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში დასაჩუქრდეს ჩიპოლინოს სკუტერით, ველოსიპედით, ბაიკით, ფოტო აპარატით და 100 ლარიანი ვაუჩერით. როგორც თბილისის ისე რეგიონების ფილიალებში პატარებს ხვდებათ მათთვის საყვარელი ჟირაფი ჟოზე, რომელიც მათ განწყობაზე იზრუნებს და ასევე, გათამაშებაში მიღებულ პროდუქციასაც სწორედ ის გადასცემს მომხმარებელს. ავერსში სადღესასწაულო განწყობა დღემდე გრძელდება და 10 ივნისამდე მომხმარებლებს ამ შეთავაზებების მიღება შეეძლებათ.