მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა გასართობ ცენტრებს მომსახურების გაძვირება უწევთ - შემცირებულია მომხმარებლის რიცხვიც

60728dfa55241
მარიამ იზორია
11.04.21 11:44
2094
ბავშვთა გასართობ ცენტრებს მომსახურების გაძვირება უწევთ, შემცირებულია მომხმარებლის რიცხვიც. როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრის „ლაიქის“ დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილი bm.ge-სთან ამბობს, პანდემიამდე არსებული მომხმარებლების მხოლოდ 30 %-ია შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ე.წ. კომენდანტის საათთან და ინფიცირების შიშთან არის დაკავშირებული.

„ლაიქის“ დამფუძნებელმა საბანკო ვალდებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადავადებულია, თუმცა გააქტიურების შემთხვევაში არსებული შემოსავლით გადახდას ვერ მოახერხებენ.
მთიულიშვილის თქმით, ბავშვთა გასართობი ცენტრები მესამე ლოქდაუნს ვეღარ გაუძლებენ.

„თბილისის მასშტაბით დახურულ 100-დან 50 ობიექტს დარჩენილი 50-იც დაემატება, გასათვალისწინებელია, რომ თითო ობიექტი 20-30 ადამიანას ასაქმებს, ლოქდაუნი ყველაზე არაპრაგმატული გადაწყვეტილებაა, გამოსავალი არის მასობრივი ვაქცინაცია, და არა დაკეტე-გახსენის თამაში, რაც შეეხება მთავრობის დახმარებას, როგორც წინა ლოქდაუნზე, არც ახლა ველოდებით“, - აღნიშნა მან.

ბავშვთა გასართობ ცენტრებს პროდუქტზე ფასების ყოველდღიურად ზრდის გამო ტარიფების გაძვირებაც მოუწიათ.

Bm.ge “ქენდილენდის“ დამფუძნებელს გიორგი ხარებაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც შემცირებულ მომხმარებელს მომატებულ ფასებს უკავშირებს.

„გვიწვეს ფასების მომატება, რადგან პროდუქტი ყოველდღე ძვირდება, ჩვენს სერვისებში ადრე თუ 200 ლარს იხდიდნენ, ახლა 300 ლარის გადახდა უწევთ“, - ამბობს ხარებაშვილი.

მისივე თქმით, მესამე ლოქდაუნი ბიზნესის დასასრული იქნება, „იჯარებს ვერ გავუმკლავდებით, წინა ლოქდაუნის დროს უამრავი პროდუქტი გადავყარეთ, ახლაც იგივე მოგვიწევს, მთავრობის იმედი არ გვაქვს, პანდემიის განმავლობაში 1 ლარითაც არ დაგვხმარებიან“, - აცხადებს „ქენდილენდის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა მუშაობა 1 აპრილს განაახლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები