"ბავშთა სამყაროს" ხელმძღვანელის გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, შენობა დაზღვეული იყო. როგორც მაჭავარიანმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დამზღვევი კომპანია "ალდაგია".
დამატებითი დეტალების შესახებ "ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელს საუბარი უჭირს.
თავად სადაზღვევო კომპანიაში "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, რომ დაზღვეული იყო მხოლოდ შენობა. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორია 13 ათასი კვადრატული მეტრი სრულად დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
2016 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, შენობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება 6 344 779 ლარია.
სავაჭრო ცენტრი 1996 წელს შეიქმნა, მისი ძირითადი საქმიანობა არის საიჯარო მომსახურება. სააქციო საზოგადოების ქონება მოიცავს შენობას, მიწას, საოფისე ინვენტარს.

























