"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოიჯარეების სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
ამის შესახებ bm.ge-ს დაზარალებულთა ადვოკატმა მარიკა არევაძემ აცნობა. საუბარია ფაქტზე, როცა 2017 წელს, დაზარალებულებმა პროკურატურასთან პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლა დააპირეს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.
"2 იანვარს დოკუმენტები ჩაბარდა და ახლა ველოდებით, მიიღებს თუ არა სასამართლო საქმეს წარმოებაში. წესით, თვენახევარში პასუხი უკვე უნდა გვქონდეს", - განაცხადა მარიკა არევაძემ.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქართველოში სარჩელი არცერთი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებულთა ნაწილის საჩივარი, რომლებსაც საკრებულომ და მერიამ 3 ათას ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ასეთი 32 ადამიანია.