მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბავშვთა სამყაროს" ერთ-ერთი მოვაჭრე: ჩემი საქონელი 27 ათასის ღირებულების იყო

588ee5f3e9473
BM.GE
30.01.17 11:04
1938
"ბავშვთა სამყაროს" ერთ-ერთი მოვაჭრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 600-700 დილერი მუშაობდა. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავად ოქროზე და მინანქარზე მუშაობს და მისი მთლიანი საქონლის ღირებულება 25-27-ათასი ლარის იყო.

დაზარალებული აცხადებს, რომ სამკაულის დიდი ნაწილი შენობის სეიფში ჰქონდა შენახული, რომელიც დიდი ალბათობით გადარჩენილი უნდა იყოს.

"ოქროსა და მინანქარზე ვმუშაობ და დაახლოებით 27 ათასის იყო ჩემი საქონელი. ოქრო სეიფში მქონდა ჩაკეტილი და ღმერთს ვთხოვთ, სეიფი მაინც იყოს გადარჩენილი. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება დადებული ბირჟის ადმინისტრაციასთან. სეიფში რაც არის შენახული ანაზღაურებადია და მაგიდებში რაც არის, ეს არ მგონია",- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები