მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები, რომლებიც "ქარვასლაში" აგრძელებენ მუშაობას, მაღალ ქირაზე ჩივიან

594bb6a899405
სალომე მეცხვარიშვილი
22.06.17 16:21
1371
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები, რომლებიც "ქარვასლაში" აგრძელებენ ვაჭრობას, მაღალ ქირაზე ჩივიან. როგორც "საქმის კურსს" ბავშვთა სამყაროს აქციონერებმა და მოვაჭრეებმა განუცხადეს, ბავშვთა სამყაროს შენობაში კვადრატულში 20 ლარს იხდიდნენ, "ქარვასლაში" კი 19 დოლარს იხდიან.

მოვაჭრეების განცხადებით, გადასახადი მათთვის ძალიან მაღალია და სამომავლოდ, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ყველაფერთან ერთად, აქციონერები აცხადებენ, რომ მათ, როგორც სააქციო საზოგადოებას, ამ დრომდე არ აქვთ მიღებული დაზარალებულის სტატუსი პროკურატურისგან, რის გამოც მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აუნაზღაურდეთ სადაზღვევო ზარალი.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა სამყაროს შენობა მიმდინარე წლის 30 იანვარს დაიწვა. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შენობის დამზღვევი კომპანია "ალდაგია", სადაზღვევო თანხა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები