ბავშვთა სამყაროს საქმე გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაცია „საქმის კურსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას შემდეგ დაადასტურეს, რაც ჩვენ უწყებას შემდეგი კითხვით მივმართეთ: ადასტურებდა თუ არა სამინისტრო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ დადებული დასკვნა, სავაჭრო ცენტრში ხანძრის ხელოვნურ გაჩენაზე მიუთითებდა ?
"საქმის კურსი" მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა თუმცა უშედეგოდ.
სააქციო საზოგადოების იურისტის ვაჟა მაისურაძის განცხადებით, კი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ დადებული დასკვნის მიხედვით, ხანძარი ნავთობპროდუქტების გამოყენებით, ხელოვნურად გააჩინეს.
"ვინ ჩაიდინა ეს ჩვენც ძალიან გვაინტერესებს. კლინიკების მხარე შედარებით დაბალი ნაგებობა იყო და როგორც ჩანს სახურავიდან შევიდა შენობაში ის პირი, ვინც ხანძარი გააჩინა", - ამბობს მაისურაძე.
რაც შეეხება შენობის ტექნიკურ მდგომარეობას, მაისურაძის ინფორმაციით, ცენტრი ისეთ მდგომარეობაშია რომ ის ვერ შენარჩუნდება და მას დემონტაჟი სჭირდება.
ხანძრის შემდეგ „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა პირველი კრება 29 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება

























