მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროს თასი 2023 - 19 აგვისტოს ტრადიციული დოღი გაიმართება

64c11dbd23cef
BM.GE
27.07.23 10:30
827
წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება

წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც ცხენოსნები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას.

ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

ტრადიციულ დოღთან დაკავშირებით, წყაროს წყალი ბახმაროს ახალი, განსხვავებული შეფუთვაც შეიქმნა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, როგორც ქსელურ, ისე ტრადიციულ მარკეტებში.

პირველად, ბახმაროს დოღის ისტორიაში ფულადი საპრიზო ფონდი, ყველაზე მასშტაბური - 20,000 ლარია.

სპორტული ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება, რომლის მანძილი შეადგენს 1 200 მ, 1 200 მ, 2 400 მ და 4 800 მეტრს.

I გარბენი - „გურიის თასი“, მანძილი 1 200 მეტრი, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს.

II გარბენი - „გმირების თასი“ გარბენი 1 200 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს.

III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“ გარბენის მანძილი 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს.

IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა, რომლის მანძილი შეადგენს 4 800 მეტრს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

კომპანია სს "წყალი მარგებლის" მიზანია ხელი შეუწყოს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“, ოქროს მხარდამჭერი „ევროპაბეთი“.

რეგისტრაცია გაიმართება 18 აგვისტოს, 12 საათზე ბახმაროში, დოღის სტარტთან.
შეჯიბრის დაწყების დრო - 19 აგვისტო 13:00 საათი.

ამოდი ბახმაროში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები