მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახმაროს ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე ტურისტის გატარება შეეძლება

587370571094b
სალომე მეცხვარიშვილი
09.01.17 19:07
2667
ბახმაროს ზამთრის სეზონზე დღეში 8 ათასამდე ტურისტის გატარება შეეძლება. ამის შესახებ კურორტ ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაშია აღნიშნული, რომლის პირველი ნაწილიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „არტსტუდიომ“ მოამზადა. მიწათსარგებლობის გეგმის პირველი ნაწილი, რომელშიც კვლევა და კურორტის განვითარების ძირითადი ხედვებია წარმოდგენილი, ჩოხატაურის საკრებულომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში უნდა განიხილოს.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ განუცხადა, გენერალური გეგმის მიხდევით, ზაფხულში კურორტზე ტურისტების გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს და დღეში 15 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

მიწათსარგებლობის გეგმა საბარიგოს მშენებლობასაც ითვალისწინებს, თუმცა, სად უნდა განთავსდეს და რამდენმეტრიანი უნდა იყოს ის, ჯერ დეტალური ანალიზი არ მომხდარა.

ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სრული ვარიანტი, სავარაუდოდ, სექტემბერში დამტკიცდება.

ბახმაროს 4-სეზონიან კურორტად ქცევის და მისი განვითარების შესახებ გასული წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
სპეციალურად კურორტის განვითარებისთვის უწყებათაშორისი საბჭოც შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები