მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე - ფრესკოს დამფუძნებლის განცხადება არ მინახავს, რა თქვა?

5c8223a9b4c6d
BM.GE
08.03.19 12:05
898
"ფრესკოს დამფუძნებლის განცხადება არ მინახავს, რა თქვა? მე არ წამიკითხავს. მე აუცილებალდ მოვისმენ ამ განცხადებას, მართლა არ მომისმენია არ ვიცი რა განაცხადა,"- ბრიფინგზე განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას უთხრა რომ ვასილ სოფრომაძემ განაცხადა რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები ფრესკოს მაღაზიებში იარაღის მუქარით შედიან, თქვა რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და მას დასაბუთება ესაჭიროება. 

"იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ჩვენი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები - ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო. კიბატონო - გვაჩვენოს საზოგადოებას, საგამოძიებო ორგანოებს გააცნოს, ისინი ყოლევთვის მზად არიან შეისწავლონ. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ფილოსოფია, ჩვენ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში, თუნდაც ერთს,"- ამბობს ბახტაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები