"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მე არ ვარ ნამდვილად ამ თემის ექსპერტი, რომ სებ-ის პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არ უნდა მივიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ეს შევაფასო,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
როგორც ცნობილია სებ-ის პრეზიდეტნი კობა გვენეტაძე TBC ბანკის საქმეზე დღევანდელ საპარლამენტო მოსმენას არ დაესწრება.
"თიბისი ბანკთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე. თიბისი არის ძალიან ძლიერი ინსტიტუტი ეროვნული ეკონომიკისთვის. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთა თიბისი ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა გამოხატავს რეალურად იმ სულისკვეთებას, რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება.
საქართველოს გაეზარდა საკრედიტო რეიტინგი და ერთ-ერთ წინაპირობად Fitch-მა აღნიშნა ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის რომ საბანკო სექტორი არის ძალიან მდგრადი. დანარჩენი ჩემი აზრით არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ყველა ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება კონკრეტულ საკითხს, მოვისმენთ ალბათ დღეს თითოეული ადამიანის შეფასებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
მე ზოგადად მივესალმები ამ პროცსს, რომ კითხვები როდესაც არსებობს უნდა იყოს პასუხები. რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მივა, ესეც არის პროცედურული საკითხი, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მე არ ვარ ნამდვილად ამ თემის ექსპერტი, რომ სებ-ის პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არ უნდა მივიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში.
პარლამენტის წინაშე არსებობს ანგარიშვალდებულება, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვიხილეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა და თიბისიმ გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ამას მე როგორც მოქალაქე, მივესალმები. მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით,"- ამბობს ბახტაძე.

























