მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთია, ვისაც საკრედიტო რეიტინგი გაეზარდა

5c7388ffa4a93
BM.GE
25.02.19 10:12
816
"ყველას გილოცავთ, Fitch-მა რეიტინგი გააუმჯობესა, ეს არის უზარმაზარი წარმატება, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის თქმით, Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება არის ნიშანი, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის უფრო ნაკლებ რისკიანი. 

"ეს ნიშნავს რომ კიდევ უფრო გაიაფდება ქვეყანაში საკრედიტო რესურსი. წინსვლა აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას საქართველოს მიმართ. ეს აისახება ინვესტორებზე და გავლენას იქონიებს სიღარიბის დაძლევაზე. ჩვენ შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ისტორიული პრობლემა ჩვენთვის, იმპორტზე დამოკიდებულება, ჩვენ ეს მოცუმულობა შევცვალეთ ვდგავართ მყარად იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება ამ დეფიციტის შემცირებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის რომ 2018 წელს, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ, ეს განაპირობა ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ და ლარიზაციის სტრატეგიამ,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2019 წლის 22 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ქვეყანას ახალი შეფასება “BB” მიანიჭა. განახლებული რეიტინგით საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი არის სტაბილური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები