"მინდა შევეხო ახალი საელჩოების გახსნის საკითხს, მიმდინარე წელს ჩვენ გავხნით ახალ საელჩოებს, ეს გახლავთ ახალი საელჩო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საელჩო ვიეტნამში. მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიისა და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ მოხდეს ჩვენი მეტი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მიმართებით, ისევე როგორც აზიის ქვეყნებთან მიმართებით,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიეტნამის მშპ ერთ მოსახლეზე $7,400 დოლარია (PPP) ქვეყნის მოსახლეობა 94 მილიონს აღემატება.

























