მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე - თიბისი ბანკის საქმეში სრულიად არასწორი აქცენტების დასმა ხდება

5c821ab063016
BM.GE
08.03.19 11:27
787
მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა რომ "უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე "არასწორი აქცენტების დასმა ხდება"

"აქვე მინდა შევეხო სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მიმართ. ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ სებ-ი არის სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ძალიან მაღალი მიუკერძოებლობის მქონე ინსტიტუტი. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და მოხრეხდა საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება. დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ არის პოლიტიკური სპეკულაციები. მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო. მე კიდევ ერთხელ მსურს, რომ როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციიდან განვაცხადო და მადლობა გადავუხადო ეროვნილ ბანკს ძალიან მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის. ბანკმა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც როგორც ჩვენ მოვისმინეთ იყო შესაბამისი ძლიერი არგუმენტებით გამყარებული და ასევე მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და გამოვხატო ჩემი ძალიან დადებითი მიდგომა, იმასთან დაკავშირებით რომ ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ეს გახდათ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს მთავარ არგუმენტს ეროვნული ბანკის მიდგომებთან დაკავშირებით. თიბისი ბანკი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხიმსგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეფასებით, რომ არის სრულიად უპასუხიმსგებლო და მცდელობა, რომ მოსახლეობამდე რაღაც დამახინჯებული გზებით მიიტანონ ეს ინფორმაცია. ხდება სრულიად არასწორი აქცენტების დასმა, უფრო მეტიც ჩვენ ვიხილეთ რომ აქვთ მცდელობა, რომ ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს,"- განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები