მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება

5d36b8bec98af
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.19 11:34
1433
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში რეგიონალური მმართველობა და ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისება გაუმჯობესებულია.

მისი თქმით, 2022 წელს საქართველოს “ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.” პრემიერი აანონსებს, რომ მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ გაიზრდება.

“მე თავად აქტიურად ვმონაწილეობდი დაგეგმვის პროცესში და მჯერდოა რომ ერთსულოვანი და მუხლჩაუხრელი მუშაობდით შევძლებდით ამ ინვესტიციების შესრულებას.

რეგიონალური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევა. 2022 წლისთვის საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება,”- ამბობს ბახტაძე.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ხაზინამ 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე ამ პერიოდში 109,914,000 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულთან შედარებით 2 მილიონით ნაკლებია.

ცნობისთვის: 2019 წლის განმავლობაში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 810 მლნ ლარია გამოყოფილი. არსებული მდგომარეობით, მაგისტრალის მშენებლობა 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს, ანუ იმ თარიღისთვის, როდესაც “საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა” უნდა ჰქონდეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ჯერ არ იქნება დასრულებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები