სახელმწიფოს მხრიდან პორტის პროექტის განმახორციელებლების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესისა და ზოგადად მთავრობის ნაბიჯების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუ მთავრობა მის საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი არის პრიორიტეტული და თუ მთავრობა არის მზად შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, რაც პორტს ესაჭიროება, მაშინ რას ეფუძნება ის განცხადებები, რომლითაც სახელმწიფო პროექტის წინააღმდეგ მოქმედებს გაურკვეველია.
"ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი, რათა აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებით. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას.
ვინც თავის თავს ექსპერტს უწოდებს, მე მარტივი შეკითხვა მაქვს მათთან - სახელმწფომ გამოისყიდა და ამაში იქნა გადახდილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რომ გადასცემოდა მიწები კონსორციუმს. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა. იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პორტი დაფიქისირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. იმ ადამიანებთან მაქვს შეკითხვა, ვინც ექსპერტებად მოიხსენიებიან - ამის შემდეგ ვის აქვს კითხვა იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი," - აცხადებს ბახტაძე.