მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე ენერგეტიკაში FDI-ის 96%-იან ვარდნაზე - ჩვენ შეგვიძლია, მეტი ტემპი გვქონდეს

5c87d0a5ccf94
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.19 19:26
963
"რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ მეტი ტემპი შეგვიძლია რომ გვქონდეს და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა BMG-ის კითხვაზე, თუ რას აკეთებს ქვეყნის მთავრობა იმისთვის, რათა ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები გაიზარდოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ენერგეტიკაში მხოლოდ $3.7 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

2018 წლის ოთხივე კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, ენერგეტიკაში FDI-ის სახით $157 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. ამ სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება შესაძლოა, მისი საერთაშორისო მიმზიდველობის შემცირებაზე მიანიშნებს.

რაც შეეხება ყველა სექტორის ჯამს, საქსტატის მონაცემებით, სულ 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში $1.23 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს კლება შემცირების ტენდენციაზე სულაც არ მეტყველებს.

"ჩვენ არ გვაქვს საქმე ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან", - თქვა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, კლება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორისაა 2018 წელს შემდგარი ტრანზაქცია, რომლის შედეგადაც ტელეკომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე - "ჯეოსელი" ქართული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა და შესაბამისად, გამოეთიშა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგიას. ბახტაძე კიდევ ერთ მიზეზად ქართული კომპანიების მიერ უცხოური კომპანიების მიმართ დიდი მოცულობის ვალების გასტუმრებასაც ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები