მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე ქობულიას ოპოზიციაში შესაძლო გადანაცვლებაზე: მე ამას მხოლოდ მივესალმები

5ce6d1101cee4
დავით ჯალაღონია
23.05.19 20:57
740
პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ თუ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ოპოზიციაში გადავა, იგი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პროფესიული კითხვების დასმაში დაეხმარება.

ამის შესახებ მან "TV პირველზე", ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციაში" წამყვანის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"თუ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, იქიდან გამომდინარე, რამდენად არაკვალიფიციური კითხვები გვესმის ხოლმე ჩვენ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან, მე ამას მხოლოდ მივესალმები. იქნებ კითხვების ჩამოყალიბება მაინც შეძლონ ადეკვატურად და პროფესიული სტანდარტების დაცვით.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციიდან ხშირად გვესმის სრულიად არაადეკვატური კითხვები, გოგა ქობულია ოპოზიციაში თუ წავიდოდა, ამ კითხვების ადეკვატურობის გაზრდაში მიეხმარებოდა", – განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები