მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: რეგიონებში რთული ეკოპრობლემებია

5c9caded04d1c
ლიკა გურაბანიძე
28.03.19 15:16
329
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს ჰქონდათ დავალება, რომ საქართველოში წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

ბახტაძის თქმითვე, იმ რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემები მოწესრიგდა წყლის ხარისხის მაჩვენებელიც უკეთესია.

„გვრჩება რეგიონები, სადაც საკითხი პრობლემურია და სწორედ, ამ რეგიონებში პრობლემის ძირეული მოგვარების მიზნით ინვესტიციები უნდა მივმართოთ,“ - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ყურადღება ბავშვებში, სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგზეც გაამახვილა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის სპეციალური რეკომენდაციები გვაქვს, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ და ამავე დროს პრევენციული ღონისძიებების მიზნით აქტივობა გაზრდილი იქნება.

საკოორდინაციო საბჭოს აქვს დავალება მიღებული და ისინი ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წაროადგენენ,“ - განმარტა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები