მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: საქართველო ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის ნაწილი გახდა

5c52aa1d39bfc
BM.GE
31.01.19 11:52
939

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მადლობას უხდის ევროკომისიას, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და მათ შორის საქართველო, ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო სისტემაში ჩართო და მისი განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა. 

"ევროკომისიამ დაამტკიცა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამა, რომელშიც საქართველოს აქვს ძალიან დიდი ფუნქცია და როლი. მომავალ წლებში ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვავითარებთ სატრანსპორტო სისტემებს. ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავასრულოთ უმსხვილესი პროექტები 2022 წელს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ამბობს, რომ საქართველოს ტრანს-ევროპული საგზაო ქსელის სისტემაში ჩართვა, ინფრასტრუქტურის სექტორში ინვესტორებს სტაბილურობის განცდას უზრდის, რის შედეგადაც აღნიშნული მიმართულება მათთვის უფრო საინტერესო ხდება. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 3-ჯერ არის გაზრდილი, 2018 წელთან შედარებით კი, ზრდა დაახლოებით, 20% იქნება. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები