მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: "საქართველოში ან განხორციელდება განათლების წარმატებული რეფორმა, ან საქართველო ვერ იქნება წარმატებული"

5b267e2221f0f
თათია ჩაფიჩაძე
17.06.18 18:12
754
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში ძირეული რეფორმის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბახტაძემ დარგში არსებული მდგომარეობა უმძიმესად შეფასა და აღნიშნა, რომ არსებულ რეალობას ხელისუფლება სრულად ათვიცნობიერებს.

„თავიდან ბოლომდე ვათვიცნობიერებთ იმ უმძიმეს რეალობას, რაც გვაქვს ჩვენ ამ სექტორში. ჩემთვის მართლაც ძალიან მტკივნეულია ჩახედვა განათლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში, მითუმეტეს როცა ჩვენ მათემატიკურ და ტექნიკურ მიმართულებებზე ვსაუბრობთ.

ამ რეფორმის გატარება იქნება ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე პროცესი, მაგრამ ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია: საქართველოში ან განხორციელდება განათლების წარმატებული რეფორმა, ან საქართველო ვერ იქნება წარმატებული. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია. ეს გათიცნობიერებულია ხელისუფლებაში და ამ მიმართულებით ვიქნებით ძალიან პრინციპულები.

თუ ჩვენ შევძლებთ წარმატებული სისტემის შექმნას, ამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედან და ეს ეკონომიკურად კიდევ უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ჩანდეს. რეფორმა დამუშავების სტადიაშია, თუმცა, ვიცით რომ ეს არის ის, რაც 21-ე საუკუნის საქართველოს სჭირდება.“ - განაცხადა სტარტაპერებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები