მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: სიღარიბის მიზეზად 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილება იქცა, ასე დაიწყო ჭარბვალიანობა

5c1b4d1f8ecf4
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.18 11:38
1269
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიღარიბისა და ჭარბვალიანობის მიზეზი 2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქცა, რომელიც ეკონომიკის ლიბერალიზაციის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა ბახტაძის თქმით, მან ქვეყანაში რიგი ახალი პრობლემები წარმოშვა.

პრემიერის აზრით,  "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, მომავალში მსგავსი ტიპის პრობლემის წარმოშობის ალბათობა ქრება. 

"სიღარიბე არის საქართველოს მტერი, ის უნდა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის დაძლევისთვის იყოს მაქსიმალური ენერგია მობილიზებული. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას, ნათლად ჩანს თუ რაში გვაქვს ყველაზე დიდი ჩამორჩენები. სიღარიბის მთავარი წყარო სამწუხაროდ, გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რა მოდელითაც ქვეყანა ცდილობდა განვითარებინა საკუთარი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდა წარმატებული, იმიტომ, რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. პირველი, რისი ცვლილებაც დავიწყეთ, დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს.

სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომლითაც დაიწყო ჭარბვალიანობა ქვეყანაში. ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე, ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებულ "შავ სიაში", მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600,000 ადამიანი იყო "შავ სიაში", ეს ნიშნავს რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის 1/3 აღმოჩნდა ნორმალური ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას. იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ იანვარს, 600,000 მოქალაქე ახალ წელს შევხდება ვალის გარეშე. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი "ფონდ ქართუს", მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია,"- განაცხადა პრემიერმა მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები