მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე ტურიზმზე: არათუ 40%-იანი ზრდა გვაქვს აჭარაში, არამედ გავედით იმ შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან

5d495caed18cf
შოთა ტყეშელაშვილი
06.08.19 14:56
2980
საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, ივლისში წინასწარ არსებული მოლოდინების მიუხედავად, ტურისტული სექტორი არ შემცირებულა და თვე ტურისტების 1%-იანი ზრდით დასრულდა.

ბახტაძის შეფასებით, მთავრობა არ ცრუობდა, როდესაც ტურისტული ემბარგოს შესაძლო ზარალზე საუბრობდა, რადგანაც სწორედ ემბარგოს გამო, ქვეყანას არა - 40%-იანი არამედ 1%-იანი ზრდა აქვს. 

"ტყუილი რა იყო? ტყუილი არის ის, რომ ვიღაც და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკურ სპექტრში, ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მოდი, ახლა განმვარტოთ რეალურად რა მოხდა. ჩვენ ივნისამდე პერიოდი რომ ავიღოთ, გვქონდა 20%-იანი ზრდა. მათ შორის აჭარაში, ივნისში დაფიქსირდა 40%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ახლა დავუბრუნდეთ ლარის კურსს; კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი, პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური, იმის ფონზე თუ რაც მოხდა, მათ შორის ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ.

ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ, ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. რაც შეეხება ლარის კურსს, გითხარით ამაზე მოქმედებს ორი ფაქტორი- პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და მათ შორის მოლოდინებიც სამწუხაროდ, შეიქმნა ნეგატიური, მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება რომ ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო და შესაბამისად, ამას გამოეწვია უფრო მეტი პრობლემა ჩვენი ეკონომიკისთვის და ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა? - რომ ფაქტობრივად, ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რამდენიც იყო შარშან და ის მოლოდინი რაც ჰქონდა ეკონომიკას, მათ შორის ჩვენს ბიზნესს, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით გავზრდით ჩვენი ტურისტების რაოდენობას, როგორც იყო დაგეგმილი, მინდა შეგახსენოთ, მხოლოდ აჭარაში, ივნისში ჩვენ მივიღეთ 40%-ით მეტი ტურისტი. ამის ფონზე, ჩვენ მივიღეთ რა? - არათუ 40%-იანი ზრდა გვაქვს, არამედ სამწუხაროდ, ჩვენ გავედით იმ შედეგზე, რომელიც გვქონდა შარშან, მაგრამ ამასთან ერთად, მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა სწორედ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ციფრები ადასტურებს ერთ რაღაცას, ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მას მოჰქონდა დადებითი ეკონომიკური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის სიმართლე რასაც მე გეუბნებით," - ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები