საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ფონდ ქართუს" მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. პრემიერის თქმით, რომ არა ფონდის ჩართულობა, მათ ვალების განულების პროგრამის განხორციელება გაუჭირდებოდათ. პრემიერი ასევე ულოცავს იმ 600,000 ადამიანს, რომლებიც, 2019 წლის პირველ იანვარს განულებული ვალებით შეხვდებიან.
"ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველ იანვარს, 600,000 მოქალაქე ახალ წელს შევხდება ვალის გარეშე. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი "ფონდ ქართუს", მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია,"- განაცხადა პრემიერმა მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.

























