მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: ვგეგმავთ ყველა გადასახადისგან გავათავისუფლოთ ორგანული პროდუქტების წარმოება

5c1b656337569
BM.GE
20.12.18 13:45
6082
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში ორგანული პროდუქტების წარმოება გადასახადებისგან გათავისუფლდება. 

"ვგეგმავთ ყველა გადასახადისგან გავათავისუფლოთ ორგანული პროდუქტების წარმოება," - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერის აზრით, მსგავსი ნაბიჯი ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოებას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები