მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძის განკარგულებით, სემინარიასა და სასულიერო აკადემიას 170 000 ლარი ჩაერიცხება

5d0764bd8477e
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.19 16:25
1173
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 11 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიას და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 170 000 ლარი ჩაერიცხება.

ბახტაძის განკარგულებით, გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფის ვალდებულება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები