საქართველოს მთავრობამ 68,346 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტმა 12 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიიღო.
საკითხზე მომხსენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იყო.
როგროც Bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნით მთავრობას საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ მიმართა და შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეკლესიის თხოვნა დააკმაყოფილა.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ქვაბიჯვარში მდებარე 68346 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.