მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძის თქმით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყანაში სესხებს გააიაფებს

5c739b1842c77
BM.GE
25.02.19 11:50
770
Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმამ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს:

"ყველას გილოცავთ, Fitch-მა რეიტინგი გააუმჯობესა, ეს არის უზარმაზარი წარმატება, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს უფრო ნაკლები რისკები, ეს ნიშნავს რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება. წინსვლა აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტტუებისა და ქვეყნის ნდობას. აისახება ინვესტორებზე და გავლენას იქონიებს სიღარიბის დაძლევაზე,"- ამბობს ბახტაძე.

რეიტინგის წინსვლის მიუხედავად, ის მაინც "არასაინვესტიციო" და "სპეკულატიურ" კატეგორიას განეკუთვნება. იმისთვის, რათა საქართველოს რეიტინგი "საინვესტიციო" ხარისხის მქონედ ჩაითვალოს ის მინიმუმ "BBB მინუსი" უნდა გახდეს, რაც განახლებულ რეიტინგს ორი საფეხურით აღემატება.

"ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება,"- განაცხადა ბახტაძემ.

Fitch-ის სკალაზე საქართველოს რეიტინგი გასული 7 წლის განმავლობაში "BB მინუსს" შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები