მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძის უწყებამ სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გაიზიარა

5b03ee638a470
თელარა გელანტია
22.05.18 15:14
1064
მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელით სარგებლობას სადაზღვევო ინდუსტრიაც 2023 წლიდან შეძლებს.

როგორც BM.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განუცხადა, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო კომიტეტების დონეზე მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელით საფინანსო სექტორი ნაცვლად 2019 წლის იანვრისა, მხოლოდ 2023 წლიდან ისარგებლებს.

„აღნიშნული კანონპროექტი იქნება ამ ფორმით, რადგან უკვე მესამე მოსმენაა; საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმით სარგებლობა გადავადდება 2023 წლამდე, მაგრამ სადაზღვევო ინდუსტრიასთან, რომელიც საფინანსო სექტორში შედის, გაგრძელდება კონსულტაციები და მიმდინარე წლის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. სადაზღვევო ბიზნესთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

თავის მხრივ, BM.ge-თან საუბარში ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურა ძნელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ფინანსთა სამინისტრო პოზიციას შეიცვლის და სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელით 2019 წლის იანვრიდანვე ისარგებლებს.

„ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროსგან მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ იმედები არ გადაგვიწურავს; წლის ბოლომდე კიდევ არის დრო. გაგრძელდება კონსულტაციები და იმედს ვიტოვებთ, რომ შევთახმდებით, როგორც - პარლამენტთან, ისე - მთავრობასთან და სადაზღვევო სექტორს ესტონურ მოდელზე გადავიყვანთ“, - განაცხადა ძნელაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილის აზრით, მოგების გადასახადის რეფორმით სარგებლობა სადაზღვევო კომპანიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბანკებისგან განსხვავებით, სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება მიზერულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები