შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რიგი ბიზნესები კვლავ სრულ ფუნქციონირებას ვერ ახერხებენ, მიზეზები გასაგებია და პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობენ. ერთწლიანი დაპაუზების შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ბაზარი გამოცოცხლდა და დადებითი დინამიკა შეინიშნება. თუ მაისში მათი შემოსავალი განულებული იყო, დღეს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე შემოსავლებში მცირედი ზრდა უფიქსირდებათ.